ხარაულის სკოლას თემურ ზაქარაძის სახელი მიენიჭა

30 მაისი 2019, 12:25 1515 ნახვა

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარაულის საჯარო სკოლას, აფხაზეთის ომის ვეტერანის, ვახტანგ გორგასლის მე-2 ხარისხის ორდენის მფლობელის, თემურ ზაქარაძის სახელი მიენიჭა. ამ დღესთან დაკავშირებით, ხარაულის სკოლაში ღონისძიება გაიმართა.

გაიხსნა სპეციალური სტენდი, სადაც  თემურ ზაქარაძის მოღვაწეობის ამსახველი ფოტოსურათები და ბიოგრაფიული მასალა  განთავსდა. ამავე სკოლაში ფუნქციონირებს ვეტერანის  სახელობის მუზეუმი.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში