ხულოში 98 პენსიონერი პედაგოგიდან 86 კომპენსაციას მიიღებს  

02 ივნისი 2019, 12:04 2029 ნახვა

ხულოში 98 პენსიონერი პედაგოგიდან, საკუთარი გადაწყვეტილებით 86,  კომპენსაციას მიიღებს და თანამდებობას დატოვებს. მათ  განაცხადი უკვე შეავსეს. მათ კი, რომლებმაც  სახელმწიფოს შეთავაზებაზე უარი განაცხადეს გამოცდის ჩაბარებისა და სტატუსის ამაღლების სურვილი აქვთ. 

ასეთი მუნიციპალიტეტში ოთხი მასწავლებელი აღმოჩნდა. 4 პენსიონერს კი უფროსი მასწავლებლის სტატუსი აქვს, შესაბამისად ინიციატივა მათზე არ ვრცელდება. შედარებით დაბალია კონპენსაციის მიმღებთა მსურველი შუახევში. აქ 138 ასაკოვანი პედაგოგიდან განაცხადი 56- მა შეავსო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში