სკოლების მონიტორინგი - არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევა

10 ივნისი 2019, 15:16 1354 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივა" ბათუმის სკოლებში ჩატარებულ მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს. მონიტორინგი  ბათუმის 10 საჯარო  სკოლაში 6  მიმართულებით ჩატარდა, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ  დაწესებულებების  უმრავლესობაში დაცული არ არის სახანძრო უსაფრთხოების ნორმები, ასევე შენობები არაადაპტირებულია. მონიტორინგის ავტორებს პრეტენზიები აქვთ კვების ობიექტებსა და სველ წერტილებთან დაკავშირებითაც.

არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს აჭარის განათლების სამინისტროს შეისწავლოს მონიტორინგის შედეგები და მოაგვაროს პრობლემები. მაია ხაჯიშვილის განცხადებით, გამოვლენილი პრობლემები მათი მუშაობის პრიორიტეტია.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში