ქობულეთში 64 მოსწავლემ სკოლა უმაღლესი შეფასებით დაასრულა

28 ივნისი 2019, 17:13 5524 ნახვა

ქობულეთში 850 მოსწავლიდან 64 მოზარდმა სკოლა უმაღლესი ქულებით დაასრულა. 46 საჯარო და 4 კერძო სკოლის მოსწავლეები, დღეს სიგელებით დააჯილდოვეს. 

ქობულეთის მერიის ინიციატივით,  ყველა მოსწავლეს საჩუქრად ვეფხისტყაოსანი გადაეცა. წარმატებული მოსწავლეების წასახალისებლად, მერიაში პროგრამა არსებობს, რომლის ბიუჯეტი 4 000 ლარია.

მომავალი აბიტურიენტები დღეს, ქობულეთის ცენტრალურ პარკში საზეიმოდ დაჯილდოვნენ. 

ქობულეთის მუნიციპალიტეტში  46 საჯარო და 4 კერძო სკოლა მოქმედებს, 2019 წელს სკოლა 850 მოსწავლემ დაასრულა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში