მზადება ეროვნული გამოცდებისთვის

29 ივნისი 2019, 12:15 1640 ნახვა

ბათუმში ერთიანი ეროვნული გამოცდების კიდევ ერთი ცენტრი ხვალ გაიხსნება. წელს პირველად ქალაქში ორი საგამოცდო ცენტრი იქნება. მეორე საგამოცდო ცენტრი ბათუმის პირველ სკოლის ერთ-ერთი კორპუსია. შენობაში ახლა სამზადისი მიმდინარეობს. მიმდინარე წელს ბათუმში 41 ათასამდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა, გამოცდების და შეფასების ეროვნულ ცენტრის ინფორმაციით,  აბიტურიენტების რაოდენობა გასულ წლებთან შედარებით გაზრდილია მეორე ცენტრის გახსნის აუცილებლობაც ამ ფაქტმა გამოიწვია. 

მეორე საგამოცდო ცენტრის მისამართი საგამოცდო ბარათებზეა მითითებული და აბიტურიენტებმა გამოცდაზე დაგვიანებისგან თავის დაზღვევის მიზნით სწორედ ეს მონაცემები უნდა გადაამოწმონ. ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს იწყება. წელს საგამოცდო ქალაქთა ჩამონათვალშია ხულოს ცენტრი.  მაღალმთიან აჭარაში საგამოცდო ცენტრი დაბა ხულოს ახალ რეაბილიტირებულ სკოლაში იფუნქციონირებს. წელს ხულოს საგამოცდო ცენტრში ადგილობრივი პედაგოგებისთვის მასწავლებელთა სასერტიფიკატო გამოცდაც ჩატარდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში