ქობულეთში მულტიფუნქციური „მწვანე ქალაქის“ მშენებლობა დაიწყო

12 ივლისი 2019, 15:27 2336 ნახვა

ქობულეთში მულტიფუნქციური „მწვანე ქალაქის“ მშენებლობა დაიწყო. ჩეხურ -სლოვაკური კომპანიის წარმომადგენლებმა კაფსულა საზეიმო ვითარებაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად  ჩაუშვეს. მოგვიანებით კი მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მშენებლობაზე 500 ადამიანის დასაქმება იგეგმება. პროექტი გოლფის მოედნის, საფეხბურთო მოედნების, საჩოგბურთო კორტების, საცურაო აუზების, გასართობი და რეკრეაციული ზონების მოწყობას ითვალისწინებს.

ოფიციალური ინფორმაციით მშენებლობა სრულად დაფინანსდება ევროპული კაპიტალით და ინვესტიციით ჯამში 500 მილიონით. როგორც აჭარის მთვარობის თავმჯდომარემ განაცხადა, ამ ინვესტიციით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურა რეგიონში მაღალბიუჯეტიანი ტურისტების ნაკადს მოიზიდავს. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში