ბათუმის ბიუჯეტის პრიორიტეტები

09 დეკემბერი 2020, 11:30 1474 ნახვა

ბათუმის მერიის მომავალი წლის ბიუჯეტი შარშანდელთან  შედარებით კოვიდ პანდემიის გამო 7 მილიონი ლარით შემცირდა და იგი 151 მილიონი ლარი იქნება. თუმცა გაიზარდა რესპუბლიკური ბიუჯეტიდან მისაღები ტრანსფერი.  მუნიციპალიტეტის 2021 წლის  ფინანსური დოკუმენტიდან  ყველაზე მეტი  თანხა ქალაქის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე დაიხარჯება. რისთვისაც ბიუჯეტში 68 მილიონ 879 ათას 200 ლარია გათვალისწინებული. ჯანდაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფაზე კი  მერია 15 მილიონ 572 ათას 200 ლარს დახარჯავს. 15 მილიონ 166 ათას 200 ლარი მოხმარდება განათლების სფეროს.  ბიუჯეტის პროექტის კორექტირებულ ვარიანტი ბათუმის მერიამ  საკრებულოს 10 დეკემბრამდე უნდა გადაუგზავნოს. ქალაქის 2021 წლის ფინანსური დოკუმენტი თვის ბოლომდე უნდა დამტკიცდეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში