ქობულეთის საკრებულომ ბიუჯეტი დაამტკიცა

28 დეკემბერი 2020, 15:21 1588 ნახვა

ქობულეთის საკრებულომ მომავალი წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.  რომელიც 36 მილიონ  2800 ლარით განისაზღვრა. წელს ეკონომიების შედეგად გამოთავისუფლებული  მილიონ 350 ათასი ლარი მომდევნო წლის ბიუჯეტში აისახება. თანხები ძირითადად გამოთავისუფლდა კულტურული და სპორტული ღონისძიებების ხარჯზე. წლის ბოლო  საკრებულოს სხდომაზე 2020 წელიც შეაჯამა და ისაუბრა, უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ  პროექტებზე. ითქვა, რომ კოვიდ 19 ით ინფიცირებულთა ოჯახებს დაეხმარებიან,  პროგრამისთვის 10 ათასი ლარია გამოყოფილი. მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვას ოპოზიციიდან მხოლოდ პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელი ესწრებოდა. ნაც.მოძრაობა  ბოიკოტის ნიშნად სხდომას არ დაესწრო.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში