ლონდონის ,,არსენალის'' ფეხბურთელს დანით შეიარაღებული ბაიკერები თავს დაესხნენ /ვიდეო/

26 ივლისი 2019, 10:39 3562 ნახვა

ლონდონის ,,არსენალისა’’ და გერმანიის ნაკრების ფეხბურთელს მესუთ იოზილს ლონდონში ორი ბაიკერი თავს დაესხა.

ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა ვიდეო, სადაც ,,არსენალის’’ ფეხბურთელებზე თავდასხმაა დაფიქსირებული.

თავდამსხმელები იოზილს ემუქრებოდნენ და მასთან ახლოს მისვლას ცდილობდნენ. გერმანელი ფეხბურთელი  ავტომობილით ლონონის ქუჩებში სეირობადა და თან ახლდა ,,არსენალის’’ კიდევ ერთი ფეხბურთელი სიდ კოლოშინაცი.

ბოსნიელი მანქანიდან შიშველი ხელებით გადმოხტა და თავდამსხმელების მოგერიება დაიწყო. ხმაურზე რესტორნებიდან ხალხი გამოვიდა და თავდამსხმელებიც მიიმალნენ.

მესუთ იოზილის ხელფასი კვირაში 300 000 ფუნტია.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, იოზილი შეშინებული იყო და იმალებოდა. თავდამხმელები კი სწორედ მის მიმართ გამოირჩეოდნენ აგრესიულობით.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში