„კონსტიტუციური დემოკრატია და თანამედროვე გამოწვევები“ - საზაფხულო სკოლა ბათუმში

19 აგვისტო 2019, 12:25 2389 ნახვა

"კონსტიტუციური დემოკრატია: თანამედროვე გამოწვევები" - ბათუმში საზაფხულო სკოლა გაიხსნა. წელს  ქართველებთან ერთად უცხოელი სტუდენტებიც ისწავლიან. ლექციებს წაიკითხავენ ტეხასის, ჰემლაინის, მიკოლას რომერის პროფესორები.

პროგრამის ფარგლებში გაიმართება საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ წიგნის პრეზენტაცია და საჯარო დისკუსია. სამართლის სწავლების სკოლა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ნიკოლას რომერის უნივერსიტეტის პარტნიორობით შეიქმნა და "უმაღლესი განათლების ხელშეწყობის" პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში