ხვალ საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

15 სექტემბერი 2019, 12:15 2192 ნახვა

ხვალ სასწავლო პროცესი იწყება საჯარო  და კერძო სკოლების ნაწილში.  აჭარაში    229  საჯარო სკოლაა, საიდანაც  სწავლა 228 ში განახლდება. გამონაკლისია  მხოლოდ ქობულეთის მუნიციპალიტეტის და სოფელ ხალას საჯარო სკოლა, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 

აჭარის განათლების სამინისტროს  ინფორმაციით,  აღნიშნულ სკოლაში სასწავლო პროცესი 30 სექტემბერს განახლდება . ასეთი ქვეყნის მასშტაბით  19 სკოლაა.  გაცდენილ საათებს მოსწავლეები შაბათის  ხარჯზე ანაზღაურებენ.  პირველკლასელების წელსაც საჩუქრად მიიღებენ ნეთბუქებს,  რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ წელს სკოლებში იაკობ გოგებაშვილის ''დედაენა'' ბრუნდება. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში