ბავშვები საბავშო ბაღისა და სკოლის მიღმა ქობულეთში

24 სექტემბერი 2019, 21:03 3818 ნახვა

ქობულეთში საბავშვო ბაღების აღსაზრდელები არათანაბარ პირობებში არიან - ნაწილი სტანდარტულ ჯგუფში სწავლობს, ნაწილი კი განსხვავებულში, განსხვავებული პირობებით. ეს მას შემდეგ რაც 5-დან 6 წლამდე ასაკის მოზარდები საბავშვო ბაღებმა სტანდარტულ ჯგუფებში აღარ მიიღეს, ასაკის გამო კი ისინი სკოლაში ვერ შევიდნენ. ბაღების გაერთიანებაში ამბობენ, რომ ასეა 5 წელია, არასასკოლო ასაკის ბავშვებს ბაღში შესვლაზე უარს იმ მიზეზით ეუბნებიან, რომ ადგილები ახალი ბავშვებისთვის გათავისუფლდეს.

დამამთავრებელი ჯგუფიდან გარიცხულ ბავშვებს კი სპეციალურად შექმნილ ჯგუფში ასწავლიან, ოღონდ ნახევარი დღე, კვების გარეშე, მცირე სივრცეში და თან არა ბაღის შენობაში. ბაღების დეფიციტის ფონზე პრეცედენტული შემთხვევა ქობულეთში, ნაპოვნი გამოსავალი, თუ მოზარდების არათანაბარ პირობებში ჩაყენების გამო დარღვეული უფლებები

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში