მომხმარებელმა უხარისხო ავეჯი, მაღაზიაში პატრულის დახმარებით დააბრუნა 

01 ოქტომბერი 2019, 11:07 7646 ნახვა

რბილი ავეჯი, მოქალაქე გალინა ქაცანაშვილმა 2019 წლის ივლისში შეიძინა, თუმცა მისი მტკიცებით, სამეული ერთ კვირაში დაზიანდა. 

მომხმარებელი მაღაზიაში მივიდა და სამეულის შეკეთება ან დაბრუნება ითხოვა, რაზეც უარი მიიღო, რადგან მაღაზია ნაკლს არ აღიარებდა.  მომხმარებელმა კონსულტაციისთვის momxmarebeli.ge-ს მიმართა.  

"რამდენიმე კვირიანი უშედეგო და რთული მოლაპარაკებების შემდეგ, მომხმარებელმა იურიდიული კონსულტაციისათვის ჩვენ მოგვმართა. მომხმარებლის მომართვის საფუძველზე, შევადგინეთ წერილი, სადაც მითითებული იყო პროდუქტის ნაკლზე და ჩამოყალიბებული იყო მომხმარებლის მოთხოვნა. წერილის გაგზავნას შედეგი არ მოჰყოლია.
ბოლოს ვურჩიეთ მომხმარებელს გამოეძახებინა პატრული, მასთან ერთად მისულიყო მაღაზიაში და საკუთარი მოთხოვნა დაეფიქსირებინა" - წერს ორგანიზაცია, რომელიც მომხმარებლების უფლებებზე მუშაობს. 

მოქალაქემ  რჩევა გაითვალისწინა  და პატრულში დარეკა.  ამის შემდეგ, მაღაზია დათანხმდა ავეჯის დაბრუნებაზე, ქალბატონ გალინას კი სრულად დაუბრუნა მის მიერ გადახდილი თანხა. 

 

წყარო: momxmarebeli.ge

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში