"გაუგებარია აზერბაიჯანული მხარის ქმედებები" - პატრიარქის დავით გარეჯის საკითხზე პრემიერს მიმართავს 

09 ოქტომბერი 2019, 12:44 1920 ნახვა

საპატრიარქო დავით გარეჯში წარმოქმნლის ვითარებასთან დაკავშირებით,  პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართავს.

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის წერილი დღეს გამოქვეყნდა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ილია მეორეს ითხოვს ტერიტორიის დემარკაციამდე, ორ მნიშვნელოვან მონასტერში- უდაბნოსა და ჩიჩხიტურში შესვლაზე პრობლემები არ შეიქმნას.

„სრულიად გაუგებარია აზერბაიჯანული მხარის ის ქმედებები, რომლითაც უდაბნოს და ჩიჩხიტურის მონასტრები 2019 წლიდან ფაქტობრივად ჩამოგვართვეს და იქ სრულიად შეზღუდეს მომლოცველებისა და ტურისტების, ასევე სასულიერო პირების ასვლა. ვითხოვთ, ვიდრე დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი არ დასრულებულა, აღდგეს აქამდე არსებული სტატუს კვო და სასულიერო პირებს და ჩვენი ქვეყნის კულტურის გაცნობისათვის ჩამოსულ ტურისტებს არ შეექმნათ პრობლემა უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონახულებაზე.“-აღნიშნულია მიმართვის წერილში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში