დაუსრულებელი კორპუსები-2 000 სამშენებლო ნებართვა და ექსპლუატაციაში მიღებული 130 შენობა 

27 ნოემბერი 2019, 18:20 2806 ნახვა

2 000 სამშენებლო ნებართვა და ექსპლუატაციაში მიღებული 130 შენობა. ქალაქში ასობით დაუსრულებელი კორპუსია, რომლებშიც ხალხი წლებია ცხოვრობს. ექსპერტები ამბობენ, რომ ხშირ შემთხვევაში ასეთ ბინებში ცხოვრება საფრთხის შემცველია.

მერია გასცემს ნებართვებს, თუმცა შემდეგ არ იბარებს, მიზეზად სხვადასხვა სამშენებლო დარღვევები სახელდება. სპეციალისტები ყურადღებას კანონის ლიბერალურობაზე ამახვილებენ - ჩაუბარებელი კორპუსების მშენებლები, ყოველგვარი სირთულის გარეშე იღებენ ახალ სამშენებლო ნებართვებს. სპეციალისტები ქალაქში შექმნილ ქაოსზე პასუხისმგებლობას მერიას აკისრებენ. ამბობენ, რომ ახალი საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედება რეალობას მაინც ვერ შეცვლის.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში