ე.წ. „ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი დასრულდა

16 დეკემბერი 2019, 20:14 2035 ნახვა

ე.წ. „ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი დასრულდა. დღეს სისტემაში მხოლოდ ის პრეტენდენტი გამოჩნდა, რომელმაც სამინისტროს ყველაზე დაბალი ფასი შესთავაზა. 41 მილიონ 468 ათასი ლარის ნაცვლად, შპს „მაკრო ქონსთრაქშენმა“ განაცხადა, რომ სამ შენობას 39 მილიონ 809 ათას 280 ლარად ააშენებს. ახლა სატენდერო კომისიამ უნდა გადაამოწმოს კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტები და გადაწყვიტოს ხელშეკრულების გაფორმების საკითხი.

თუ პროცედურა ხელშეკრულების გაფორმებამდე მივა, მაშინ კომპანია გამარჯვებულად გამოცხადდება. მშენებლობა კი ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვეში უნდა დასრულდეს. სხვათაშორის კომპანია  „მაკრო ქონსთრაქშენის“ პიარის და მარკეტინგის სამსახურს აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის მრჩეველი, ახლა კი პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრი ბესიკ ლილუაშვილი ხელმძღვანელობს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში