ნახევარი მილიონი დოლარი სკოლებში სველი წერტილების მოსაწყობად

03 დეკემბერი 2019, 18:34 3183 ნახვა

USAID-მა აჭარის 20  საჯარო  სკოლასა და  პირველადი ჯანდაცვის ათ ცენტრში სველი წერტილებისა და წყლის გამფილტრავი სისტემის მოწყობა ნახევარი მილიონი დოლარით დააფინანსა.  ასევე  რეაბილიტაცია გაუკეთდა ჯანდაცვის პირველად ცენტრებს. დღეს კი, შესრულებული სამუშაოები, მუხაესტატესა და ოჩხამურის  საჯარო სკოლებში აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის  წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

  სკოლებში, სადაც სანიტარული ნორმები არ აკმაყოფილებდა მინიმალურ სტანდარტს,  უახლესი თანამედროვე მოწყობილობებით აღიჭურვა, ასევე ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონდე პირებისთვის. როგორც, USAID-ის მისიის დირექტორის მოადგილემ, დეივიდ ჰოფმანმა განაცხადა, პროექტი მიზნად ისახავს უზრუნველყოს გამართული სანიტარული ინფრასტრუქტურა, განათლება და თემის მობილიზაცია ჰიგიენის საკითხებთან დაკავშირებით აჭარაში.   

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში