ყოველ წელს არის ერთი და იგივე პრობლემა - ზამთრის კურორტებზე პრემიერ-მინისტრი 

11 დეკემბერი 2019, 11:36 3034 ნახვა

"ყოველ წელს არის ერთი და იგივე პრობლემა. ყველა უწყებამ გვითხრას თავისი მიმართულების შესახებ, რათა სეზონის გახსნისთვის მაქსიმალური მზაობა გვქონდეს“ -  უთხრა გიორგი გახარიამ სხვადასხვა უწყებების ხელმძღვანელებს, რომლებიც საზამთრო კურორტების გახსნის საკითხებზე სასაუბროდ შეიკრიბნენ. ინფორმაციას, პრემიერ მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. 

„უნდა ვიცოდეთ, სად ვართ ინფრასტრუქტურულად, კატასტროფის მედიცინის კუთხით, როგორი მოლოდინი გვაქვს ტურისტების რაოდენობასთან დაკავშირებით, სად ვართ სამართალდამცავი სტრუქტურებისა და ადგილობრივი ხელისუფლების ნაწილში, რა მდგომარეობაში გვაქვს გზები. ყოველ წელს არის ერთი და იგივე პრობლემები. ყველა უწყებამ გვითხრას თავისი მიმართულების შესახებ, რათა სეზონის გახსნისთვის მაქსიმალური მზაობა გვქონდეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

აჭარაში, გოდერძის სამთრო კურორტამდე მისასვლელი გზა წელსაც არ არის დაგებული. ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა 2016 წელს დაანონსდა, თუმცა სამუშაოების დაწყება 4 წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა. 22 ივლისს კომპანიაში, რომელიც გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრეს, რომ ტერიტორიის გეოდეზური გადაღება და დამოწმება დასრულებულია.  აქტიური სარეაბილიტაციო სამუშაოები კი, აგვისტოს ბოლოს დაიწყებოდა.

ხელშეკრულებით, გზის სრული რეაბილიტაცია 2020 წლის ოქტომბერში უნდა დასრულდეს. მიუხედავად  დარჩენილი მცირე ვადებისა, მშენებლობა ნელი ტემპით მიმდინარეობს და უშუალოდ გზის დაგება არ დაწყებულა.

29 აგვისტოს, მთავრობის სხდომაზე კი, ამ თემაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ თქვა, რომ პროექტი  ნელი ტემპით მიმდინარეობს და ყველა მექანიზმს გამოიყენებს სახელმწიფო სამუშაოების დასაჩქარებლად. 

ტენდერში გამარჯვებულ იტალიურ კომპანია ,,ტოდინში” განმარტავენ, რომ სამუშაოები ამ ეტაპზე ორ ადგილზე -  მერვე და ოცდამეერთე კილომეტრზე მიმდინარეობს. ირწმუნებიან, რომ პროცესი შეჩერებული არაა და საექსკალაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 

ამავე თემაზე:   

მამუკა ბახტაძე გოდერძიზე ვერტმფრენით ჩაფრინდა, თუმცა გზის შესახებ მაინც ყველამ უთხრა   

ხულო - გოდერძის გზა     

ხულო - გოდერძის გზის მშენებლობა  

ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაცია - განცხადებები 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში