მოზარდები მხარდაჭერის გარეშე

18 დეკემბერი 2019, 20:25 2105 ნახვა

ბავშვები სოციალური მხარდაჭერის გარეშე, სისტემის პირისპირ - ასეთია დღის მთავარი შეფასება. სპეციალისტები და ფსიქოლოგები ამბობენ, რომ სისტემა რომელმაც ბავშვი უნდა დაიცვას, ყველგან მორყეულია - მოზარდის კეთილდღეობაზე არც პოლიციაში ფიქრობენ და არც სკოლებში.

„როგორ უნდა აუხსნა დღეს სკოლის მოსწავლეს, რომ მან პოლიციასთან ან თუნდაც სკოლის ადმინისტრაციასთან ითანამშრომლოს? - წერს განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია. მისივე თქმით სკოლა -სამინისტროსგან, მასწავლებელი სკოლისგან, მოსწავლე კი მასწავლებლისგან ელის დასჯას - დასჯის შიშით კი სკოლამ დაკარგა მოზარდთან თანამშრომლობის რესურსი.

სკოლაში მზრუნველი გარემოს შექმნის აუცილებლობაზე აკეთებს აქცენტს თამარ მოსიაშვილიც. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ფსიქო-სოციალური დახმარების დეფიციტი და მოზარდი.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში