საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის თანხა თითქმის 300 პროცენტით გაიზარდა 

02 თებერვალი 2020, 12:12 2008 ნახვა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის თანხა თითქმის 300 პროცენტით გაზარდა, 2016 წელთან შედარებით კი 1000 პროცენტით, ეს არის მძიმე გადაწყვეტილება განსაკუთრებით სახელმწიფო სახელოვნებო უნივერსიტეტებისათვის ამის შესახებ „ფეისბუკის“ გვერდზე, პროფესორი  ერმილე მესხია წერს.

ხელოვნების უნივერსიტეტის განათლების ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ამბობს, რომ ეს განსაკუთრებით მძიმე იქნება უნივერსიტეტებისთვის, რომლებიც  სახელმწიფო დოტაციაზეა და ბიუჯეტიდან დამატებით დაფინანსება გათვალისწინებული არ არის. მესხია ასევე ინტერესდება იმითაც, საკითხი წინასწარ იყო თუ  არა რექტორთა საბჭოზე განხილული. „ ვწუხვარ, რომ ამ გადაწყვეტილების მოსალოდნელი შედეგები არ გაუთვალისწინებიათ. წერს მესხია. გადაწყვეტილება ასევე გამოქვეყნებულია საკანონმდებლო მაცნეში.“

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში