„ეს ქვეყანა შენია“ - შეხვედრა პედაგოგებთან

02 თებერვალი 2020, 12:16 1900 ნახვა

„ეს ქვეყანა შენია“ - კამპანიის ფარგლებში  მასწავლებლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა . სამოქალაქო განათლების პედაგოგებს,  კამპანიის მიზანი  გააცნეს, ისაუბრეს  რას ნიშნავს და რამდენად მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოება და თითოეული მოქალაქის როლი    ევროპული საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის.

კამპანია  პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში   ტარდება და მიზნად  საქართველოში სამოქალაქო  საზოგადოების გაძლიერებას,  საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის პოპულარიზაციისა და სამოქალაქო  აქტივიზმის ხელშეწყობას ისახავს . შეხვედრაზე უფროსკლასელებისთვის კონკურსი  გამოცხადდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში