მოქალაქეები გონიოს ციხესთან წლებია ავტობუსის მოსაცდელის გაკეთებას ითხოვენ

11 მარტი 2020, 18:39 3485 ნახვა

გონიო-აფსაროსის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებმა მოქალაქეებმა აქცია გამართეს. ისინი ციხესთან ავტობუსის მოსაცდელს და სანიაღვრე არხების მოწყობას ითხოვენ. პრობლემის მოგვარებას წლებია ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ.

ბათუმის ავტო ტრანსპორტში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ამ ტერიტორიის შესწავლა და უახლოეს პერიოდში მოსაცდელის პრობლემა მოგვარდება.

რაც შეეხება ბათუმის წყალს, აქ აცხადებენ, რომ გონიო-აფსაროსის ციხის ტერიტორიაზე მიმდინარეობს სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია და გაკეთდა საკანალიზაციო ჭა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში