მაშველებმა შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 8 ადამიანი გადაარჩინეს

09 ივლისი 2020, 23:01 4981 ნახვა

დღეს, 9 ივლისს, მაშველებმა შავი ზღვის სანაპირო ზოლზე აკრძალვის მიუხედავად წყალში შესული 8 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. შემთხვევები ქობულეთში და ბათუმში დაფიქსირდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ყველა მათგანი ნაპირზე უვნებლად გამოიყვანეს. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

მთელს სანაპიროზე დღის დღის განმავლობაში 2-4-ბალიანი შტორმი ფიქსირდებოდა და აღმართული იყო წითელი ალამი, რაც ზღვაში შესვლის აკრძალვის დროებითი მანიშნებელია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას, დაიცვას უსაფრთხოების წესები, ყურადღება მიაქციონ ამკრძალავ ნიშნებს და დაემორჩილონ მაშველების მითითებებს.

"არ შეხვიდეთ წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში ან ნაბახუსევზე. დაუშვებელია ბავშვების და მოზარდების უყურადღებოდ დატოვება სანაპიროს ზოლსა და წყალში"-წერია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განცხადებაში.

 

ფოტო: არქივი

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში