ონლაინ გაკვეთილების ფოტოების გამოქვეყნებისას სიფრთხილე გამოიჩინეთ - სახელმწიფო ინსპექტორი

21 მარტი 2020, 12:06 4434 ნახვა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური    მშობლებს და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს რეკომენდაციით მიმართავს, თავი შეიკავონ სოციალურ ქსელში დისტანციური გაკვეთილების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალის გამოქვეყნებისგან, რომლითაც  არასრულწლოვნების იდენტიფიცირებაა შესაძლებელი.

„ონლაინ შეხვედრების და ონლაინ-სწავლების ამსახველი მასალა   წარმოადგენს პირის პერსონალურ მონაცემებს, რაც უნდა იყოს გათვალისწინებული მათი გასაჯაროებისას. არასრულწლოვნის მონაცემების ინტერნეტში ყველასთვის ხელმისაწვდომი ფორმით გასაჯაროებამ კი შესაძლოა  უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს არასრულწლოვანზე , გახდეს ბულინგის ან სხვა სახის არასასურველი მოპყრობის ობიექტი. 

შესაბამისად, საგანმანათლებლო დაწესებულებები, აქ დასაქმებულები, ასევე, არასრულწლოვნების   მშობლები და ოჯახის წევრები, მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ ბავშვების მონაცემების გასაჯაროებას და იმოქმედონ არასრულწლოვნის   ინტერესების გათვალისწინებით. დისტანციური შეხვედრებისათვის გამართვისათვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ თანამედროვე კოლაბორაციული კომუნიკაციის სისტემები (მაგალითად, Webex, Zoom, Teams და ა.შ.)”- ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში