საქართველოს 54 მოქალაქე თურქეთიდან დღეს ვერ შემოვა

29 მარტი 2020, 22:59 3236 ნახვა

საქართველოს 54 მოქალაქე, თურქეთიდან საქართველოში გადმოსვლას დღეს ვერ შეძლებს. მოქალაქეები ამბობენ, რომ ღამის გათენება ავტობუსში მოუწევთ. 

ავტობუსი სტამბოლიდან დღეს, 29 მარტს გამოვიდა, თუმცა უკან აქსარაის ავტოსადგურში დააბრუნეს.

მოქალაქეებს ღამის გათევა ავტობუსში მოგვიწევს - ამის შესახებ ინფორმაცია აჭარის მაუწყებელს ერთ-ერთმა მგზავრმა, ხათუნა ჭეიშვილმა მოგვაწოდა. ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეებს საკონსულოდან დაუკავშირდნენ და გამომგზავრებაში დახმარებას დაჰპირდნენ, თუმცა ახლახან გაიგეს, რომ ღამის გათენება ავტოსადგურში მოუწევთ, რადგან ერთჯერადი ნებართვა ხვალ გაიცემა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამბბენ, რომ მოქალაქეები ქვეყანაში დაბრუნებას მას შემდეგ შეძლებენ, რაც  თურქეთი სამგზავრო ავტობუსზე ნებართვას გასცემს.  საბუთის გადაცემა კი ხვალ იქნება შესაძლებელი.

თურქეთში, ქალაქ სტამბოლში საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლების ინფორმაციით, მათ სამგზავრო ნებართვის გაცემის უფლება არ აქვთ.

ამბობენ, რომ საქართველოს მოქალაქეები საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უნდა დაეყრდნონ, სადაც წერია, რომ ავტობუსი გადაადგილებას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს, რაც შესაბამის დოკუმენტს მიიღებს. 

საელჩოში არ ადასტურებენ ინფრმაციას, რომ მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნებას დღესვე დაპირდნენ. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში