დონორი ორგანიზაციები პროფესიული განათლების განვითარების ხელშესაწყობად მზაობას გამოთქვამენ

02 მაისი 2020, 12:45 1717 ნახვა

პროფესიული განათლების განვითარების 2020 წლის სამოქმედო გეგმა განიხილეს ონლაინ რეჟიმში  დონორთა საკოორდინაციო შეხვედრაზე. შეხვედრაში ის საერთაშორისო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ, რომლებიც საქართველოში პროფესიული განათლების სფეროში საქმიანობენ და მხარს უჭერენ მიმდინარე რეფორმას.

კორონავირუსის პანდემიის ფონზე, პროფესიული განათლების მიმართულებით შემუშავებული სამოქმედო გეგმა მათ განათლების მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა  წარუდგინა.  ისაუბრა, იმ გამოწვევებზე,   რომელთა საპასუხოდაც სამინისტროს პარტნიორი ორგანიზაციებიდან განსაკუთრებული მხარდაჭერა ესაჭიროება.  დონორი ორგანიზაციების მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა გააგრძელონ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში