5 მაისიდან სამშენებლო სექტორი მუშაობას განაახლებს

04 მაისი 2020, 11:38 3115 ნახვა

 5 მაისიდან მშენებლობები განახლდება, ნებადართული იქნება სამშენებლო მასალების გაყიდვა და მუშაობას დაიწყებს ავტოსარემონტო ბიზნესი - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

"5 მაისიდან, ხვალიდან, გავცემთ შესაბამის ნებართვებს, რომ მუშაობა განაახლონ სამშენებლო სექტორის ყველა კომპანიამ  და ყველა იმ კომპანიამ, რომელიც დაკავებულია სამშენებლო მასალების წარმოებაზე. ასევე, ყველა ის კომპანია, რომლებიც სხვადასხვა სახით არიან დაკავშირებული სამშენებლო ბიზნესთან,  შეძლებენ მუშაობის განახლებას," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომპანიები მუშაობას განაახლებენ, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული, ყველა რეკომენდაციის მიხედვით. 

"შემოწმებები, რომელსაც ახორციელებს სპეციალური გუნდი ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროს ბაზაზე, გააგრძელებს ყოველდღიურ შემოწმებას. მინდა, ამ კომპანიის მფლობელსა და ხელმძღვანელობას მოვუწოდო, რომ პასუხისმგებლიანად მოეპყრონ ყოველდღიურ საქმიანობას და იმ ვალდებულებებს, რომელიც დაწესებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში