ბათუმის 13  სკოლა  502 667 ევროს გრანტის მფლობელი გახდა

09 მაისი 2020, 15:31 5054 ნახვა

ბათუმის 13-ი  სკოლა  502 ათას 667 ათასი ევროს გრანტის მფლობელი გახდა. სკოლებმა ლიეტუვის გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გამოყოფილი გრანტი მოიპოვეს. პროექტის ფარგლებში საგანმანათლებლო დაწესებულებებში  მზის ელექტროსადგურები დამონტაჟდება. თანხის 20%-ის თანადამფინანსებელი ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდია“.

მზის მიკრო ელექტროსადგურების პროექტი, კლიმატის ცვლილებისა და მისი ზეგავლენის წინააღმდეგ, გაეროს მიერ დადგენილი გადაუდებელი ზომების გატარების მოთხოვნებს შეესაბამება. პროექტი ასევე თანხვედრაშია ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს, პერსონალს და ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება მიეცემათ მეტად შეიცნონ განახლებადი ენერგიის რესურსების სპეციფიკა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში