პროფესიული განათლების როლი პანდემიის შემდგომ პერიოდში

30 მაისი 2020, 12:59 1227 ნახვა

ევროპული ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, განათლების მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ღია დიალოგის ფორმატში ონლაინ  შეხვედრა გამართა თემაზე „პროფესიული განათლება ბიზნესისთვის კოვიდ-19-ს შემდეგ”.

შეხვედრაზე  ბიზნესმენებმა იმ გამოწვევებსა და საჭიროებებზე ისაუბრეს, რომლის წინაშეც კერძო სექტორი აღმოჩნდა პანდემიის პერიოდში და მის შემდეგ. მინისტრის მოადგილემ კი  ის მექანიზმები მიმოიხილა, რომელთა ამოქმედებაც განათლების სამინისტროს შეუძლია აღნიშნულ გამოწვევებთან გასამკლავებლად.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში