ერთიანი ეროვნული გამოცდები

06 ივლისი 2020, 15:01 1745 ნახვა

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდა. აბიტურიენტებმა თერმოსკრინინგი გაიარეს. ბათუმის საგამოცდო ცენტრებში 26 აპლიკანტი არ გამოცხადდა, სარეზერვო სექტორი კი არ გამოუყენებიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ თერმოსკრინინგის  გავლის შემდეგ  ტემპერატურა არავის არ ჰქონია. ბათუმის საგამოცდო ცენტრებში სულ 684 აბიტურიენტი იყო  რეგისტრირებული. ქვეყნის მასშტაბით 2  შემთხვევა დაფიქსირდა  მაღალი ტემპერატურის, რის გამოც აპლიკანტი გამოცდაზე  არ დაუშვეს.

ამ დრომდე დაკეტილი ენგურის ხიდზე ე.წ. გადასასვლელი და ოკუპირებულ რეგიონში დარჩენილი მოსახლეობა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვალს ვერ ახერხებს.

ამიტომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები, ასევე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველი აბიტურიენტები უმაღლეს სასწავლებლებში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან და მათ სწავლას სახელმწიფო დააფინანსებს. 

145 აბიტურიენტია რეგისტრირებული ხულოს საგამოცდო ცენტრში. ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, დღის განმავლობაში საგამოცდო ცენტრში მხოლოდ 25 აბიტურიენტი შედის.

საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, დაგვიანებული აბიტურიენტები ცენტრს არ ჰყოლია. გამოცდები მშვიდ რეჟიმში მიმდინარეობს​.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში