ბათუმის საგამოცდო ცენტრში ერთ აბიტურიენტს ტემპერატურა დაუფიქსირდა

08 ივლისი 2020, 11:18 4844 ნახვა

მესამე დღეა მიმდინარეობს ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართულ ენასა და ლიტერატურაში.

დღეს, ბათუმის საგამოცდო ცენტრებში რეგისტრირებული 677 აბიტურიენტიდან  29 არ გამოცხადდა. დაფიქსირდა ტემპერატურის მატების ერთი შემთხვევა და აბიტურიენტი ცალკე სექტორში გადაიყვანეს.  გამოცდა სამ საათსა და 40 წუთს გრძელდება.

აბიტურიენტების თქმით, ტესტი საშუალო სიმძიმის იყო. მომდევნო სამ დღეს კვლავ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაა. ეროვნული გამოცდები 25 ივლისამდე გაგრძელდება.  

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში