ღია და დახურული ტიპის აუზების, საუნებისა და აბანოებისთვის რეკომენდაციები დაამტკიცდა

08 ივლისი 2020, 13:07 1654 ნახვა

ჯანდაცვის სამინისტრომ ღია და დახურული ტიპის აუზების, საუნებისა და აბანოებისთვის რეკომენდაციები დაამტკიცა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შეზლონგებს შორის 2 მეტრიანი დისტანციის დაცვაა საჭირო. 

შეზლონგი გამოყენებამდე და ყოველი გამოყენების შემდგომ უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით. აღნიშნული ობიექტების ტერიტორიაზე არსებულ დახურულ სივრცეებში მომხმარებელი ნიღბის გარეშე არ დაიშვება.

. აუზის ყოველ 6 მ2 ფართობზე 1 ადამიანის დაშვება;
. საცურაო აუზების ძირითადი სათავსების შიდა დაგეგმვა იმგვარად რომ შეესაბამებოდეს ნაკადურობის ჰიგიენურ პრინციპს, რომლის მიხედვით, ვიზიტორების გადაადგილება ხდება ფუნქციური სქემით – გარდერობი, გასახდელი, საშხაპე, ფეხის აბაზანა, აუზის აბაზანა;
. დაუშვებელია აუზში შესვლა აუზის საშხაპის გავლის გარეშე;
. საცურაო აუზები უნდა მოეწყოს ისეთი სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს აუზების აბაზანებში წყლის ცვლას.

წყლის ცვლის ხასიათის მიხედვით დასაშვებია შემდეგი ტიპის
აუზები:

. ​რეცირკულაციური ტიპის აუზები;
. გამდინარე ტიპის აუზები;
. წყლის პერიოდული ცვლის აუზები;
. ზღვის წყლიანი საცურაო აუზები, რომლებშიც რეცირკულაციური სისტემები არ არის

საცურაო აუზების ადმინისტრაცია ვალდებულია უზრუნველყოს წყლის ხარისხის საწარმოო-ლაბორატორიული კონტროლი. ა​ბანოებსა და საუნებში უნდა მოეწყოს საშხაპეები, რომელთა დეზინფექცია უნდა მოხდეს 2 საათში ერთხელ.

ყველა შემთხვევაში, დამსაქმებელი ვალდებულია თანამშრომლები აღჭურვოს სათანადო ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით.

რეკომენდაციები ვრცლად იხილეთ ბმულზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში