მილიონ ლარს წვიმა რეცხავს

03 აგვისტო 2020, 20:40 2117 ნახვა

მილიონი ლარი დაიხარჯა, ორთაბათუმის საბავშვო ბაღი კი მაინც სარემონტოა, შენობის რეაბილიტაციისთვის ტენდერი ორჯერ გამოცხადდა, თუმცა მომგები კომპანიები ახლა უკვე ლიკვიდირებულია, მერიაში კი ამბობენ, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულება გაწყვიტეს.

საინტერესოა, რომ პროკურატურას საქმის მოკვლევის მიზნით არა მერიამ, არამედ მუნიციპალიტეტის ოპოზიციამ მიმართა. განმარტება "საია"-საც ვთხოვეთ, სადაც ამბობენ, რომ მსგავსი პრობლემა ხშირია და კომპანიების ნაწილი მხოლოდ კონკრეტული ტენდერისთვის რეგისტრირდება, რაც მათთვის მარტივია, რადგან რეგისტრაციისთვის საწესდებო კაპიტალი საჭირო არ არის.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში