რიჟვაძის განცხადება ქობულეთში თაღლითობის შესახებ

04 აგვისტო 2020, 20:22 2086 ნახვა

რეგიონის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ეხმაურებიან თაღლითობის ფაქტზე ოთხი პირის დაკავებას.გამოძიების ინფორმაციით ისინი თაღლითური გზით ინვესტორისთვის 350 ათასი დოლარის გამორთმევას ცდილობდნენ და ეუბნებოდნენ, რომ აქედან 100 ათასი ჯაბა ფუტკარაძის ფული იყო, რომელიც ინვესტორს თავისი გავლენებით ხელს შეუწყობდა, პრესსამსახურის წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიება მიმდინარეობს და არავის მიეცემა საშუალება ნეგატიური გავლენა იქონიოს საინვესტიციო გარემოზე, ფაქტს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეც გამოეხმაურა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში