ქობულეთში ინკასატორი გაძარცვეს

22 ოქტომბერი 2020, 18:11 1100 ნახვა

ისევ თავდასხმა და ისევ საქართველოს ბანკთან. სავარაუდო დამნაშავე დაკავებული არ არის. მასაც ისევე როგორც ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეჭრილ თავდამსხმელს ეძებენ.

ირკვევა, რომ ინკასატორს, რომელსაც სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან თანხა გამოჰქონდა, უკნიდან მიეპარა თავდამსხმელი და თავის არეში ბლაგვი საგანი ჩაარტყა. ამის შემდეგ ჯდება ავტომობილში და ტერიტორიას ტოვებს. თან წაიღო სავარაუდოდ 55 ათასი ლარი.

ქობულეთის რაიონულ პოლიციაში გამოკითხვების პროცესი დაიწყო. გამოძიებას ახლა ნანახს თვითმხილველებთან ერთად, თავად დაზარალებულიც უყვება.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში