სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს, საკლასო ოთახებში დაიწყება - განათლების მინისტრი

05 აგვისტო 2020, 11:33 7695 ნახვა

საქართველოს განათლების მინისტრის განცხადებით, სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება. მიხეილ ჩხენკელის თქმით, სწავლა საკლასო ოთახებსა და უნივერსიტეტების აუდიტორიებში განახლდება. 

„დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე რაც შეეხება სექტემბერში სწავლის დაწყებას, სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებში დაიწყება 15 სექტემბერს, ჩვეულ რეჯიმში. ასევე უნივერსიტეტებში, აუდიტორიებსა და სკოლებში, საკლასო ოთახებში დაიწყება სასწავლო წელი. რასაკვირველია, ჩვენ მზად ვართ ყველა სცენარისთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ დღევანდელი მონაცემებიდან გამომდინარე, ჩვენ განვაახლებთ სასწავლო პროცესს, ანუ სასწავლო წელი დაიწყებ ჩვეულ რეჟიმში საკლასო ოთახებში და აუდიტორიებში, მაგრამ ასევე, ჩვენ მზად ვართ ყველანაირი სცენარისთვის და რასაკვირველია, საგანმანათლებლო სისტემა მოერგება იმ ეპიდსიტუაციას, რომელიც იმ დროს იქნება აქტუალური“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, სწავლა ტრადიციულ სტილში ვერ წარიმართება და სკოლებს ცვლილებების გატარება მოუწევთ. ამირან გამყრელიძის თქმით, დეტალებზე ჯერ ისევ მუშაობენ. 

''შესაძლებელია 15 სექტემბერს დაიწყოს, მაგრად ეს დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე. სწავლა ვერ დაიწყება ტრადიციულ სტილში, მაგალითად თუ ოთახში იჯდა 20 მოსწავლე, ამჯერად ვერ დაჯდება. ამაზე ვმუშაობთ თუ როგორი უნდა იყოს განლაგება საკლასო ოთახებში, აუდიტორიებში. როგორი უნდა იყოს იქ ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები: აუცილებელია ხელების ხშირი დამუშავება, პირბადეების ხმარება დერეფნებში.

მცირეწლოვან ბავშვებში პირბადეების ხმარება არ არის რეკომენდირებული და ამაზეც მივცემთ რჩევებს. მუშავდება ეს ყველაფერი როგორც სკოლებთან, ასევე უმაღლეს სასწავლებლებთან მიმართებით და დარწმუნებული ვარ გამყოლობა კარგი იქნება და შევძლებთ, რომ ეპიდსტიუაცია არ გაუარესდეს'' - განაცხადა გამყრელიძემ. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში