აჭარაში ინვესტორებს დამატებით კიდევ ექვსთვიანი საშეღავათო პერიოდი მიეცათ

26 აგვისტო 2020, 18:06 1715 ნახვა

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა, რომელზეც ზემოთ აღნიშნულ შეზღუდვების მოხსნაზე ისაუბრეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ შესაბამის უწყებებს რეგულაციების დაცვის მონიტორინგი დაავალა.

ინვესტორებს დამატებით ექვსთვიანი ვადა მიეცემათ და აღნიშნულ პერიოდში შეუსრულებელი ვალდებულებების გამო პირგასამტეხლოსგან გათავისუფლდებიან. მათ არც დამატებითი გარანტიების წარმოდგენა არ დასჭირდებათ.

აჭარის ეკონომიკის სამინისტროსთან არსებულ საპრივატიზაციო საინვესტიციო ხელშეკრულებების მქონე კომპანიებს არ მოუწევთ დამატებითი უზრუნველყოფის და გარანტიების წარმოდგენა. აღნიშნულის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღეს გამართულ სხდომაზე განაცხადა.

ასევე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ 2300ზე მეტმა ადამიანმა მიიღო ნებართვა მეზობელ ქვეყანაში სამუშაოდ წასულიყო. საზღვარი უკვე 1300ზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში