კერძო ბაღებში სააღმზრდელო პროცესის დაწყებას 1 სექტემბრიდან ითხოვენ

27 აგვისტო 2020, 18:43 2962 ნახვა

ბათუმში კერძო საბავშვო ბაღების წარმომადგენლების შეიკრიბნენ და სააღმზრდელო პროცესის პირველი სექტემბრიდან დაწყება მოითხოვეს. მათი განცხადებით, ჯანდაცვის რეკომენდაციების ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებენ.

კერძო საბავშვო ბაღები მარტიდან გაჩერებულები არიან, ისინი ამბობენ, რომ დარჩნენ შემოსავლების გარეშე და აქვთ საიჯარო, საბანკო და სახელფასო დავალიანებები და ერთი თვით მუშაობის შეჩერება მათ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში