სწავლა დისტანციურ რეჟიმში

15 სექტემბერი 2020, 17:42 1656 ნახვა

კორონავირუსის პანდემიის გამო პირველკლასელებისთვის სასწავლო წელი სულ სხვანაირად დაიწყო. გაკვეთილების მოსმენა ონლაინ რეჟიმში განსაკუთრებით მათთვის არის რთული. ქობულეთის, რესურსცენტრში აცხადებენ, რომ ამ ეტაპისთვის ყველა სკოლაში სასწავლო პროცესი დისტანციურად, ხარვეზების გარეშე ჩატარდა. იმ  მოსწავლეებს  კი, რომელებიც  ონლაინ  სწავლებაში  ვერ ერთვება სხვა ალტერნატიულ გზას სთავაზობენ. მაგ: თიმსის პროგრამას, ასევე  „ტელესკოლი“ს პროექტს. რაც შეეხება ხულოს. რესურსცენტრის ინფორმაციით,  პირველკლასელების მეცადინეობა პირველ საათიდან დაიწყო, მაღალი კლასის მოსწავლეებისთვის  კი შედგენილი განრიგით მიმდინარეობს. უწყებათა შორისო საბჭოს გადაწყვეტილებით 1 ოქტომბრამდე საქართვლოს დიდ ქალაქებს და უმეტეს მუნიციპალიტში სასწავლო პროცესი ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში