უნივერსიტეტებში გადაცდომის დაფიქსირების შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება იქნება - განათლების მინისტრი

20 ოქტომბერი 2020, 11:59 1570 ნახვა

საქართველოს განათლების მინისტრი ამბობს, რომ უნივერსიტეტებში, სადაც სწავლა ნაწილობრივ განახლდა, უსაფრთხოების ზომების დაცვას მკაცრად გააკონტროლებენ.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, უმაღლესი სასწავლებლის სივრცეში სტუდენტს, პროფესორსა და თანამშრომელს უნდა ეკეთოს პირბადე.

უნივერსიტეტებში კი მხოლოდ ლაბორატორიული და პრაქტიკული სწავლებები ტარდება.

''მთელი რიგი დეზინფორმაციული ამბები გავრცელდა. ყველა უნივერსიტეტში დაცულია სამედიცინო პროტოკოლი. ჩვენ პარალელურად ვახდენთ დაკვირვებას. თუ დაფიქსირდა რამე გადაცდომა, იქნება შესაბამისი რეაქცია. ამჟამად ყველა უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს მხოლოდ პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობებისთვის და იქაც მიეცათ დავალება, რომ მაქსიმალურად მოქნილი გრაფიკი ყოფილიყო გაწერილი, რის შესახებაც სტუდენტებს აცნობეს.

მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული დისტანცია. ასევე ძალიან დიდი ყურადღება ექცევა იმას, რომ საუნივერსიტეტო სივრცეში ყველა ადამიანი - სტუდენტი, პროფესორი თუ თანამშრომლები ყველანი არიან პირბადით. ამას ყოველდღიურად მიექცევა ყურადღება'' - განაცხადა განათლების მინისტრმა.

უნივერსიტეტებში სწავლა გუშინ, 19 ოქტომბერს განახლდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში