რეგისტრაციის პროცესი იზოლაციაში მყოფებისთვის-შეფასებები

26 ოქტომბერი 2020, 17:40 1607 ნახვა

ცესკომ ეს გადაწყვეტილება რამდენიმე საათის წინ, მას შემდეგ მიიღო, რაც ვადებთან დაკავშირებით ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორში კითხვები გაჩნდა.

უმცირესობაში აცხადებდნენ, რომ ცესკოს მიერ მიღებული დადგენილება კრიტიკას ვერ უძლებს, რადგან ამ პრინციპით რამდენიმე ათეული ათასი ამომრჩეველი არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. სახელისუფლებო პარტიაში კი აცხადებენ, რომ თუ ყველას არჩევანის გაკეთების საშუალება არ მიეცემა, ცესკოს სტანდარტების მიხედვით ეს ჩვეულებრივი პროცესია.

არასამთავრობო ორგანიზაციებში კი მიაჩნიათ, რომ სამი დღე რეგისტრაციისთვის საკმარისი არ არის და თამარ ჟვანიას ეფექტური მექანიზმის შემუშავებისკენ ჯერ კიდევ 5 თვის წინ მოუწოდებდნენ.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში