უფასო ინტერნეტი ბავშვებს აჭარაში

19 ნოემბერი 2020, 20:01 3524 ნახვა

აჭარაში 7 200-ზე მეტ მოსწავლეს, რომლებსაც ინტერნეტთან წვდომა არ აქვთ და კორონავირუსის პანდემიის გამო ვერ ახერხებენ ონლაინ გაკვეთილებზე დასწრებას, შესაძლოა ინდივიდუალური ინტერნეტპაკეტი შეუძინონ. ამ მიმართულებით თანხის გამოყოფას იუნისეფი აპირებს.

აჭარის განათლების სამინისტროში , ამ დროისთვის ინტერნეტ პროვაიდერებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება ტარიფსა და სხვა პირობებთან დაკავშირებით. საუბარია ერთთვიან პაკეტზე, თუმცა შესაძლოა პაკეტის მოცულობა გაიზარდოს.

ოფიციალური მონაცემებით, აჭარაში 60 ათასი მოსწავლეა მათ 12 პროცენტს კი ინტერნეტთან წვდომა არ აქვს, შესაბამისად, ისინი სრულფასოვნად ვერ მონაწილეობენ სასწავლო პროცესში.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში