კორონავირუსის ვაქცინაზე წვდომის პრიორიტეტი აშშ ს მოქალაქეებს ექნებათ

09 დეკემბერი 2020, 11:30 994 ნახვა

თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც კორონავირუსის ვაქცინაზე წვდომის პრიორიტეტი, პირველ რიგში, აშშ-ის მოქალაქეებს ექნებათ. დოკუმენტის მიხედვით, მანამდე, სანამ აშშ-ის მთავრობა სხვა ქვეყნებს დაეხმარება, აშშ-ის თითოეული მოქალაქე ვაქცინით უზრუნველყოფილი უნდა იყოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში