კოვიდ-19 - მსოფლიო სტატისტიკა

26 დეკემბერი 2020, 14:41 1495 ნახვა

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 80 მილიონს გადააჭარბა.მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ - 19-ით მილიონი 800 ათასი პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო გამოჯანმრთელდა 56 მილიონზე მეტი ადამიანი. ამ დროისთვის მსოფლიოში 22 მილიონამდე აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.  კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს რუსეთი, მეხუთეზე კი - საფრანგეთია. შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში