საქართველოდან ისრაელში დაბრუნებულებს „დელტა პლუს“ შტამი გამოუვლინდათ-ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო

26 ივლისი 2021, 17:42 1722 ნახვა

ისრაელის მედიის ცნობით, უცხოეთიდან სამშობლოში დაბრუნებულ მოქალაქეთა შორის 12-ს კორონავირუსის "დელტა პლუს" შტამი გამოუვლინდა, მათ უმრავლესობას საქართველოში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით მედია წერს, რომ ჯერჯერობით უცნობია "დელტა პლუს" შტამი არის თუ არა "დელტა" შტამზე უფრო გადამდები. ცნობისთვის, ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, 30 ივლისიდან საქართველო „ნარინჯისფრიდან“ გადავა „წითელი“ ქვეყნების სიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ისრაელის მოქალაქეებს საქართველოში გამგზავრება აეკრძალებათ ქვეყანაში რთული ეპიდსიტუაციის გამო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში