ყოფილი ინდუსტრიული კოლეჯის შენობის ადგილზე საჯარო სკოლა აშენდება

23 დეკემბერი 2020, 14:54 1747 ნახვა

დემეტრე თავდადებულის  61 ნომერში მდებარე კოლეჯი „ ბლექსის“ ისტორიული შენობა საკუთრებაში აჭარის მთავრობას ახალი საჯარო სკოლის მშენებლობისთვის გადაეცა. საკითხს მხარი საკრებულოს უმრავლესობამ დაუჭირა. ახალი  სკოლის აუცილებლობა  ქალაქში მოსწავლეების სიმრავლემ განაპირობა, რის გამოც აჭარის განათლების მინისტრმა რეგიონის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართა. შენობა, როგორც საკრებულოსთვის გაგზავნილ დოკუმენტაციაშია აღნიშნული,  ამორტიზებულია,  ძეგლის სტატუსი არ აქვს, თუმცა ისტორიული ზონის არეალშია. დაექვემდებარება თუ არა შენობა დემონტაჟს,  ჯერჯერობით უცნობია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში