აჭარაში სწავლა 18 იანვრიდან დისტანციურ რეჟიმში განახლდება

15 იანვარი 2021, 12:56 1665 ნახვა

საქართველოს ათ ქალაქსა და აჭარაში სასწავლო პროცესი 18 იანვრიდან კვლავ დისტანციურ რეჟიმში განახლდება.

დისტანციურად ისწავლიან თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, თელავის, ზუგდიდის, ზესტაფონის, გორის, ფოთის, მარნეულისა და გარდაბნის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები.

სამინისტროს ინფორმაციით, სკოლები, სადაც მეორე სემესტრი საკლასო ოთახებში განახლდება, უზრუნველყოფილი იქნება პირბადეებით, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერითა და ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით.

საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილის განცხადებით, სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემთხვევაში პირველ სემესტრში აპრობირებული მიდგომა, წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ ისევ გაგრძელდება.

''საქართველოში სასწავლო პროცესის განახლებასთან ერთად, დისტანციური სწავლების მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი რესურსის, „ტელესკოლის“ მეორე სემესტრის საგაკვეთილო პროცესიც გაგრძელდება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი 18 იანვარს 9:00 საათიდან განახლდება“, - აღნიშნა ეკატერინე დგებუაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში