სკოლების მზადება 1 თებერვლისთვის

29 იანვარი 2021, 20:08 7126 ნახვა

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, აჭარაში მოსწავლეები საკლასო ოთახებში ორშაბათს დაბრუნდებიან, თუმცა არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, იმის გამო, რომ მშობელთა ნაწილი დისტანციური სწავლების მომხრეა, განათლების სამინისტრო არჩევანს უტოვებს მშობლებსა და მოსწავლეებს, გააკეთონ არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციურ ფორმას შორის.

დამატებით ჩატარებული დისტანციური გაკვეთილების შემთხვევაში პედაგოგები დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ.

ვინც 1-ლ თებერვალს სასწავლო დაწესებულებაში მივა, მათი კორონავირუსის საეჭვო შემთხვევების გამოვლენასა და პრევენციაზე კონტროლი სრულად სკოლას დაეკისრება.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში