სკოლებში კოვიდ-რეგულაცია მკაცრდება

09 თებერვალი 2021, 20:10 1876 ნახვა

კორონავირუსის კლების დინამიკის შესანარჩუნებლად მთავრობა ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, პირბადის ტარების წესს ამკაცრებს და მისი ტარება ამიერიდან სკოლებში მე-5 კლასიდან სავალდებულო იქნება.

მეორე კვირაა აჭარაში მოსწავლეები საკლასო ოთახებში დაბრუნდნენ, მუშაობს ტრანსპოსრტი და ღიაა კაფეები, ვირუსის საგრძნობი მატება რეგიონში არ არის, იმის მიუხედავად, რომ სკოლაში კორონავირუსი მესამედ დაფიქსირდა, სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა.

იზოლაციასა და ონლაინ რეჟიმში არც კოვიდ დადასტურებული მოსწავლის კლასი გადასულა. კოვიდ 19-ის დადებითობის მაჩვენებელი 4%-ის ფარგლებში ნარჩუნდება, გასულ 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 829 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან აჭარაში 37-ს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში