კურსდამთავრებულთა გაცილება

29 ოქტომბერი 2016, 00:00 2479 ნახვა

დღეს ხიჭაურის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ღონისძიება გაიმართა.  უნივერსიტეტში, რომელიც 22 უმაღლეს-საგანმანათლებლო  და 5 პროფესიული განათლების  პროგრამას ახორციელებს, ამ დროისთვის 650 სტუდენტი სწავლობს.  კურსდამთავრებულთა საზეიმო ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ხულოსა და შუახევის გამგებლები, სხალთის მთავარეპირსკოპოსი მეუფე სპირიდონი, ასევე უნივერსიტეტში მოღვაწე ლექტორები, კურსდამთავრებულები და სტუდენტები დაესწრნენ. საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი ხიჭაურში 2008 წელს,  საქართველოს პატრიარქის ღვაწლითა და ლოცვა-კურთხევით დაარსდა.  უნივერსიტეტს 850 კურსდამთავრებული ჰყავს.

ამავე კატეგორიაში